„საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) არის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი, რომლიც ოფიციალურად შეიქმნა 2018 წლის 14 მარტს სახელწოდებით „შენების მოძრაობა“. 2021 წლის თებერვალში ორგანიზაციაში განხორციელდა სრული რებრენდინგი. ორგანიზაციამ მკაფიოდ განსაზღვრა თავისი, როგორც არაპოლიტიკური ორგანიზაციის მისია, შეცვალა წესდება და ხელახალი რეგულაცია. აღსანიშნავია, რომ მან შემოიღო დებულება, რომელიც კრძალავს ორგანიზაციის წევრებს რაიმე პოლიტიკურ ფიგურასთან ასოცირებას.
ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სხვადასხვა სფეროში სიტუაციური ანალიზი და პოლიტიკის კვლევა, ასევე, საჯარო ადვოკატირება. რაც შეეხება მოღვაწეობის სექტორებს, „საქართველოს განვითარების პლატფორმას“ დღემდე განხორციელებული აქვს პროექტები საჯარო პოლიტიკის, ჯანდაცვის, ბიზნესის და განათლების სფეროებში.
კერძოდ, ორგანიზაციამ 2018-2020 წლებში განახორციელა პროექტის „დემოკრატია ადგილობრივი პარტნიორობით“ (დონორი EED). პროექტის ფარგლებში 7 მუნიციპალიტეტში ჩატარდა საველე შეხვედრები სოფლებში და ინტერესთა ჯგუფებთან (ახალგაზრდები, სამედიცინო სექტორი, განათლება და ა.შ.). შეხვედრებზე და ანალიტიკაზე დაფუძნებით ხდებოდა ადგილობრივი პრობლემების და საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინიციატივების მომზადება და საკრებულოებში წარდგენა, საკრებულოს სხდომებზე დასწრება. ასევე, ჩატარდა კამპანიები საკითხების გადაწყვეტისთვის, მათ შორის, მომზადდა სასამართლო სარჩელები, მოეწყო საჯარო განხილვები, შედგა პეტიციები და გამოყენებულ იქნა ადვოკატირების სხვა ფორმები.
2021 წელს ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი (დონორი ფრიდრიხ ებერტის ფონდი), რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კვლევა ჯანდაცვის სფეროში, მომზადდა „ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევის სტრატეგია“ და მოხდა მისი ადვოკატირება სახელმწიფო მმართველობის, ჯანდაცვითი და სადაზღვევო სექტორების დაინტერესებულ წრეებთან.
2021 წელს ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი (დონორი IRC/EU), რომლის ფარგლებშიც მოხდა საქართველოს მთავრობის ორი სტრატეგიული დოკუმენტის – „მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია“ და „პროფესიული განათლების სტრატეგია“ ზეგავლენის მონიტორინგი სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიით.
„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ 2022 წელს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის „ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება“ დაფინანსებით ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი განახორციელა.
ამჟამად ორგანიზაცია ახორციელებს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის“, რომელიც 2021 წელს ამავე დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.
ამასთანავე, დღესდღეობით „საქართველოს განვითარების პლატფორმა“ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილ პროექტზე “მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის”.