“საქართველოს განვითარების პლატფორმა” (GeoDP) აღიარებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტურ მნიშვნელობას თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებისთვის.
ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას.
აცნობიერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის პროცესში და ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებისადმი.
ხაზს უსვამს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების მნიშვნელობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში.
და აცხადებს შემდეგს:
საქართველოს განვითარების პლატფორმა არ მიესალმება საქართველოს კანონის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ამოქმედებას;
აღნიშნული კანონი მოქალაქეთა თვალში ახდენს არასამთავრობო სექტორის დემონიზებას, ხოლო ინფორმაციის გამჭვირვალობის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტს ამოფარებული რიტორიკა არამართებულ წარმოდგენებს უქმნის საქართველოს არასამთავრობო და უცხოურ დონორ ორგანიზაციების საქმიანობაზე;
ყოველივე ეს შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს, რომლებიც ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს;

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიმართ ვაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ მიუღებლობას და არსებული სირთულეების გათვალისწინებით, იძულებული ვართ, დავრეგისტრირდეთ იუსტიციის სამინისტროში.
ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის საზოგადოების მზაობის უზრუნველსაყოფად.
ამისთვის:
აქტიურად ჩაერთვება საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების დანერგვისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულებების მონიტორინგის პროცესში;
განახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას;
ჩაატარებს კვლევებს და მიაწვდის რეკომენდაციებს სახელმწიფო უწყებებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით;
ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების შესახებ.
ორგანიზაცია მტკიცედ დაიცავს თავის ღირებულებებს და პრინციპებს და მზად იქნება, შეეწინააღმდეგოს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს, შებღალოს საქართველოს განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წვლილი და როლი, დეზინფორმაციის გავრცელებით დააშოროს ის საქართველოს მოსახლეობას, რეპუტაციული ზიანი მიაყენოს როგორც ორგანიზაციის, ასევე არასამთავრობო საზოგადოების ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს.
საქართველოს განვითარების პლატფორმა იყო, არის და დარჩება საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად!
ა(ა)იპ საქართველოს განვითარების პლატფორმა დაარსდა 2019 წელს. ორგანიზაციის პროექტების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე საჯარო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. ევროპული ინტეგრაციის გზაზე უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული გრანტები საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების განვითარებას, მათი ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდასა და გამჭვირვალობას, ასევე გადაწყვეტილების პროცესებში მოქალაქეთა აქტიურ ჩართვას.
განცხადება იძულებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით
“საქართველოს განვითარების პლატფორმა” (GeoDP) აღიარებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტურ მნიშვნელობას თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებისთვის.
ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას.
აცნობიერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის პროცესში და ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებისადმი.
ხაზს უსვამს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების მნიშვნელობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში.
და აცხადებს შემდეგს:
ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის საზოგადოების მზაობის უზრუნველსაყოფად.
ამისთვის:
ორგანიზაცია მტკიცედ დაიცავს თავის ღირებულებებს და პრინციპებს და მზად იქნება, შეეწინააღმდეგოს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს, შებღალოს საქართველოს განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წვლილი და როლი, დეზინფორმაციის გავრცელებით დააშოროს ის საქართველოს მოსახლეობას, რეპუტაციული ზიანი მიაყენოს როგორც ორგანიზაციის, ასევე არასამთავრობო საზოგადოების ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს.
საქართველოს განვითარების პლატფორმა იყო, არის და დარჩება საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად!
ა(ა)იპ საქართველოს განვითარების პლატფორმა დაარსდა 2019 წელს. ორგანიზაციის პროექტების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე საჯარო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. ევროპული ინტეგრაციის გზაზე უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული გრანტები საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების განვითარებას, მათი ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდასა და გამჭვირვალობას, ასევე გადაწყვეტილების პროცესებში მოქალაქეთა აქტიურ ჩართვას.
Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar