„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) დაიწყო პროექტი – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“.
პროექტის მიზანია საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში, კერძოდ ბათუმში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქუთაისსა და ონში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება.
პროექტის ამოცანებია:
ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტიანად განხორციელებისთვის;
მოსახლეობის ინფორმირების და ჩართულობის გაზრდა მონაწილეობით ბიუჯეტირებაში, რაც გულისხმობს საინფორმაციო კამპანიების წარმოებას, საჯარო შეხვედრების ორგანიზებას და მოსახლეობის ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროექტის ფარგლებში, ერთი მხრივ, დაგეგმილია მუნიციპალიტეტებში არსებული პრაქტიკის შესწავლა და სარეკომენდაციო დოკუმენტების მომზადება, რათა სისტემურად გაძლიერდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიმართულება ადგილობრივ დონეზე და მეორე მხრივ, საინფორმაციო კამპანიების წარმოება, რათა გაიზარდოს მოქალაქეების ინფორმირების და ჩართულობის დონე.
გარდა სამიზნე 5 მუნიციპალიტეტისა, დამატებით 6 მუნიციპალიტეტში დაგეგმილია თვისებრივი კვლევების ჩატარება. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის – ჩოხატაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, ონის, საგარეჯოს, ქედის, ახალციხის, ბოლნისის, გორისა და ზუგდიდის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის მრავალმხრივი მიდგომის გამოყენებით ყოვლისმომცველ შესწავლას. კვლევის შედეგად შეფასდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები, შეირჩევა დანერგვის ეფექტური მოდელები. ასევე შემუშავდება ქმედითი ინსტრუმენტები და რეკომენდაციები, რათა ხელი შეუწყოს პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესებას და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებას.
„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება
„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) დაიწყო პროექტი – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“.
პროექტის მიზანია საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში, კერძოდ ბათუმში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქუთაისსა და ონში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება.
პროექტის ამოცანებია:
პროექტის ფარგლებში, ერთი მხრივ, დაგეგმილია მუნიციპალიტეტებში არსებული პრაქტიკის შესწავლა და სარეკომენდაციო დოკუმენტების მომზადება, რათა სისტემურად გაძლიერდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიმართულება ადგილობრივ დონეზე და მეორე მხრივ, საინფორმაციო კამპანიების წარმოება, რათა გაიზარდოს მოქალაქეების ინფორმირების და ჩართულობის დონე.
გარდა სამიზნე 5 მუნიციპალიტეტისა, დამატებით 6 მუნიციპალიტეტში დაგეგმილია თვისებრივი კვლევების ჩატარება. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის – ჩოხატაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, ონის, საგარეჯოს, ქედის, ახალციხის, ბოლნისის, გორისა და ზუგდიდის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის მრავალმხრივი მიდგომის გამოყენებით ყოვლისმომცველ შესწავლას. კვლევის შედეგად შეფასდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები, შეირჩევა დანერგვის ეფექტური მოდელები. ასევე შემუშავდება ქმედითი ინსტრუმენტები და რეკომენდაციები, რათა ხელი შეუწყოს პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესებას და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებას.
„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar