Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

ონლაინ შეხვედრა სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებთან

    You Here!
  • Home
  • სიახლე ონლაინ შეხვედრა სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებთან

ონლაინ შეხვედრა სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებთან

სექტემბერი 22, 2021 [email protected] Comments Off

საქართველოს განვითარების პლატფორმამ (GeoDP) სადაზღვევო კომპანიების და დაზღვევის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრა პროექტის „საქართველოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“ ფარგლებში შედგა. პროფესიულ საზოგადოებას GeoDP-ის თავმჯდომარემ, თენგიზ შერგელაშვილმა პროექტის კვლევითი ნაწილის წინაწარი შედეგები გააცნო.

ონლაინ შეხვედრისას მონაწილეებს წარედგინათ პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის წინასწარი შედეგები, რომელიც ეხებოდა საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის და ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში არსებულ მდგომარეობას. ასევე, სფეროს წარმომადგენლებს წარედგინათ ჯანმრთელობის დაზღვევაში წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამაგიდო კვლევა და დამუშავდა საჯარო უწყებებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. ასევე, ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები დარგის ექსპერტებთან და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებელ პირებთან.

ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა ონლაინ შეხვედრა უშუალოდ სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც წარმოდგენილი და განხილული იქნება პროექტის სადაზღვევო კომპონენტი.

სამომავლოდ დაიგეგმა სადაზღვევო კომპანიების წამომადგენლების და დარგის ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ეტაპზე იმუშავებს ჯანმრთელობის დაზღვევის უნივერსალურ პაკეტის მოდელზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.