საქართველოს განვითარების პლატფორმამ (GeoDP) ღონისძიებების ციკლის „საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგია“ ფარგლებში პოლიტიკური პარტიების ნაწილთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციამ სოციალურ მიმართულებაზე პარტიების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სტრატეგიის სარეკომენდაციო პროექტი წარუდგინა, რითაც გახსნა დისკუსია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემური რეფორმის შესახებ. სარეკომენდაციო დოკუმენტი მომზადებულია პროექტის „ჯანმრთელობის საყოველთაო, უნივერსალური დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მხარდაჭერით. შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დღეს არსებული მდგომარეობა და საგნობრივი მსჯელობა გაიმართა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომავალზე.
პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოითქვა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. მოხდა შეთანხმება, რომ ჯანდაცვის სისტემური რეფორმირების საკითხებზე მსჯელობამ გადაინაცვლოს თითოეულ დაინტერესებულ პარტიასთან უშუალო კონსულტაციების რეჟიმში. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიების „მოქალაქეები“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ლელო საქართველოსთვის“, „ტრიბუნა“, „რესპუბლიკელები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმომადგენლები. შეხვედრას დაესწრო „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენელი.
საქართველოს განვითარების პლატფორმას (GeoDP) ღონისძიების ციკლის ფარგლებში უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პროფესიულ საზოგადოებასა და მიზნობრივ აუდიტორიასთან.
ჯანდაცვის სტრატეგიის გაცნობა პარტიებისთვის
საქართველოს განვითარების პლატფორმამ (GeoDP) ღონისძიებების ციკლის „საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგია“ ფარგლებში პოლიტიკური პარტიების ნაწილთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციამ სოციალურ მიმართულებაზე პარტიების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სტრატეგიის სარეკომენდაციო პროექტი წარუდგინა, რითაც გახსნა დისკუსია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემური რეფორმის შესახებ. სარეკომენდაციო დოკუმენტი მომზადებულია პროექტის „ჯანმრთელობის საყოველთაო, უნივერსალური დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მხარდაჭერით. შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დღეს არსებული მდგომარეობა და საგნობრივი მსჯელობა გაიმართა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომავალზე.
პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოითქვა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. მოხდა შეთანხმება, რომ ჯანდაცვის სისტემური რეფორმირების საკითხებზე მსჯელობამ გადაინაცვლოს თითოეულ დაინტერესებულ პარტიასთან უშუალო კონსულტაციების რეჟიმში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიების „მოქალაქეები“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ლელო საქართველოსთვის“, „ტრიბუნა“, „რესპუბლიკელები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმომადგენლები. შეხვედრას დაესწრო „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენელი.
საქართველოს განვითარების პლატფორმას (GeoDP) ღონისძიების ციკლის ფარგლებში უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პროფესიულ საზოგადოებასა და მიზნობრივ აუდიტორიასთან.
Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar