ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის თვისებრივი კვლევა საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ონი, საგარეჯო, ქედა, ახალციხე, ბოლნისი, გორი, ზუგდიდი) ჩატარდა. შემუშავდა ქმედითი ინსტრუმენტები და რეკომენდაციები, რათა ხელი შეეწყოს პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებისთვის. კვლევა მიზნად ისახავდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის მრავალმხრივი მიდგომის გამოყენებით ყოვლისმომცველ შესწავლას. კვლევის შედეგად სამიზნე 5 მუნიციპალიტეტში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ქუთაისსა და ონში შეფასდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები, შეირჩა დანერგვის ეფექტური მოდელები.
სამუშაო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას შედეგები გააცნო პროექტის ხელმძღვანელმა, თენგიზ შერგელაშვილმა და პროექტის მოწვეულმა ექსპერტმა, კონსტანტინე კანდელაკმა. ხაზი გაესვა არსებულ პრაქტიკას, რომელიც გააჩნდა ონის მუნიციპალიტეტს წინა წლების განმავლობაში. მომხსენებლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების პროცესში. კვლევის ძირითადი მიგნებების და რეკომენდაციების წარდგენის შემდეგ სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის პრაქტიკის შესასწავლად პროცესში უშუალოდ ჩართული პირების მონაწილეობით ჩატარდა ერთი ფოკუს ჯგუფის, ასევე გამოიკითხა 5 რესპონდენტი, მათ შორის იყვნენ: იდეების ავტორები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროცესში უშუალოდ ჩართული პირები.
მთლიანობაში, საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში ჩართულ მოქალაქეებთან და 11 ფოკუს ჯგუფი მუნიციპალიტეტების მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
ონში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar