Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

ქუთაისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

    You Here!
  • Home
  • სიახლე ქუთაისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 21, 2023 [email protected] Comments Off

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) ქუთაისის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის”  ფარგლებში, შეხვედრა გამართა.

GeoDP-ის თავმჯდომარემ და პროექტის ხელმძღვანელმა, თენგიზ შერგელაშვილმა პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნო, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება. საუბარი შეეხო პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებს და აქტივობებს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელიც დაუგროვდათ გასულ წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების დროს. ქუთაისში, როგორც თვითმმართველ ქალაქში პროექტის აქტივობების განხორციელება საჭიროებს მჭიდრო კომუნიკაციას ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ადგილობრივი ხელისუფლება მიესალმება იმ ფაქტს, რომ პროექტის ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი ქუთაისია და თანამშრომლობისთვის გამოითქვა სრული მზაობა.

პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორად დასახელდა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე. ის ასევე არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. გარდა ამისა, მას აქვს სამოქალაქო და ბიზნეს სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის“ მმართველი საბჭოს წევრი, „სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პრეზიდენტი. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.