Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

GeoDP ბათუმის სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

    You Here!
  • Home
  • სიახლე GeoDP ბათუმის სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

GeoDP ბათუმის სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

დეკემბერი 20, 2023 [email protected] Comments Off

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამოქალაქო სექტორს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე, სამუშაო ფორმატში განიხილეს პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შუალედური დოკუმენტი. გამოითქვა საინტერესო იდეები საკომუნიკაციო არხების, თემებისა და მოსახლეობასთან დაგეგმილი პირისპირ კომუნიკაციის კომპონენტის შესახებ.

სამოქალაქო სექტორი მიესალმება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას ბათუმში და გამოითქვა სრული მზაობა თანამშრომლობისთვის. მათი განცხადებით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების კომპონენტის ფარგლებში სასურველია, ორიენტაცია მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ გაკეთდეს. კომუნიკაციის და ინფორმაციის გავრცელების ნაწილში გამოითქვა მოსაზრება ცნობადი სახეების კამპანიაში ჩართვის შესახებ, რაც ხელს შეუწყობდა პროექტის შესახებ ინფორმაციის ფართო მოცვას. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.