პროექტის „ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“ ფარგლებში საქართველოს განვითარების პლატფორმამ (GeoDP) სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას პროექტის გუნდმა განიხილა სამოქმედო გეგმა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის დეტალები.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია ჯანმრთელობის სახელმწიფო პოლიტიკისა და ჯანდაცვის სისტემის შესწავლა და ანალიზი, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, მუნიციპალური პროგრამების, ჯანდაცვითი და სამედიცინო სერვისების მისაწვდომობის შეფასებას. გარდა ამისა, დეტალურად იქნება შესწავლილი ჯანდაცვითი ინფრასტრუქტურა მუნიციპალურ დონეზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დადებითი და უარყოფითი მხარეები და მედიკამენტების პრობლემა, რაც გულისხმობს ხარისხის კონტროლის, მედიკამენტების ღირებულების და მისაწვდომობის შესწავლას. ასევე დაგეგმილია ფინანსური ინდიკატორების ანალიზი მიკრო და მაკრო დონეზე.
პროექტის „ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“ ფარგლებში მომზადდება ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის კონცეპტუალური ჩარჩო, სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
პროექტი ხორციელდება „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ (FES) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar