არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ (FES) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს პროექტს „საქართველოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ამჟამინდელი მუშაობის სიღრმისეულ და ყოვლისმომცველ შეფასებას, ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზს და ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. ჩატარდება საექსპერტო კვლევები ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის სფეროს წარმომადგენლებთან.
„საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) საბოლოო დოკუმენტის სახით ფართო საზოგადოებას წარუდგენს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის დოკუმენტს და ჯანდაცვის სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით ოფიციალურად რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს განვითარების პლატფორმამ (GeoDP) ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) გრანტი მოიპოვა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ (FES) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს პროექტს „საქართველოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ამჟამინდელი მუშაობის სიღრმისეულ და ყოვლისმომცველ შეფასებას, ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზს და ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. ჩატარდება საექსპერტო კვლევები ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის სფეროს წარმომადგენლებთან.
„საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) საბოლოო დოკუმენტის სახით ფართო საზოგადოებას წარუდგენს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის დოკუმენტს და ჯანდაცვის სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით ოფიციალურად რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს მთავრობას.
Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar