ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი
მაღალი პოლარიზაციის ფონზე დამოუკიდებელი, პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებული, ობიექტური მონიტორინგის და ადვოკატირების პრაქტიკის გაძლიერება და გაფართოვება კონკრეტულ თემებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის
GeoDP-ს საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება მმართველი საბჭოს მიერ; ორგანიზაციის ონლაინ პლატფორმების სრული განახლება, მათ შორის მასში ინტერაქტიური კომპონენტების/ინსტრუმენტების ინტეგრირება; ორგანიზაციის ხედვების, საქმიანობის, პროექტების და ფინანსური რესურსების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობის უზრუნველყოფა ბენეფიციართათვის, თემატური სტეიქჰოლდერებისთვის, პარტნიორებისთვის და საზოგადოებისთვის.
მცირე ბიზნესის განვითარების და პროფესიული განათლების სტრატეგიის ზეგავლენის შეფასება
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორი სტრატეგიული დოკუმენტის - „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის“ და „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია 2013-2020 წლებისთვის“ შეფასება, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მიერ შემუშავებული პოლიტიკის შეფასების ჰოლისტური ჩარჩოს გამოყენებით.
საქართველოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება
პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ამჟამინდელი მუშაობის სიღრმისეულ და ყოვლისმომცველ შეფასებას, ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზს და ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. ჩატარდა საექსპერტო კვლევები ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის სფეროს წარმომადგენლებთან. მომზადდა და გამოიცა "საქართველოში ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის დანერგვის სტრატეგია" (სარეკომენდაციო პროექტი)
დემოკრატია ადგილობრივი პარტნიორობით
2018-2020 წლებში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პრობლემების და საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინიციატივების მომზადება და საკრებულოებში წარდგენა, საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკითხების გადაწყვეტისთვის, ადვოკატირების კამპანიების წარმოება.