Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

სამთავრობო სტრატეგიების დანერგვის შეფასება

    You Here!
  • Home
  • სიახლე სამთავრობო სტრატეგიების დანერგვის შეფასება

სამთავრობო სტრატეგიების დანერგვის შეფასება

დეკემბერი 10, 2021 [email protected] Comments Off

საქართველოს განვითარების პლატფორმამ (GeoDP) ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორი სტრატეგიული დოკუმენტი – „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის“ და „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია 2013-2020 წლებისთვის“ შეაფასა.

სტრატეგიების შეფასება განხორციელდა IRC პოლიტიკის შეფასების ჰოლისტური ჩარჩოთი განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად. შეფასების პროცესში განხილულ იქნა 18 თემა, რომელსაც შეესაბამებოდა 126 კითხვა (საკითხი).

ჩატარებული სამუშაოების შედეგებზე დაფუძნებით მოხდა სამიზნე სტრატეგიების ხარჯთსარგებლიანობის, ხარჯთეფექტიანობის და ხარჯთუტილიტარულობის, ასევე ზოგადი ეფექტიანობისა და ეფექტურობის, დამდგარი მოლოდინებისა და სამიზნე აუდიტორიაზე გავლენის შეფასება.

პროექტი 2021 წლის 13 აგვისტოდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სფეროს წამყვანი ექსპერტები, მკვლევარები და ანალიტიკოსები.