Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

ჩოხატაურში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესი კომისიებმა განიხილეს

    You Here!
  • Home
  • სიახლე ჩოხატაურში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესი კომისიებმა განიხილეს

ჩოხატაურში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესი კომისიებმა განიხილეს

მაისი 27, 2024 PR Comments Off

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 27 მაისს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. სხდომებზე ერთ-ერთ საკითხად განიხილეს „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი. ფრაქციამ და კომიისებმა ინიცირებულ საკითხს მხარი დაუჭირეს. კომისიის სხდომებს ესწრებოდა „საქართველოს განვითარების პლატფორმას“ (GeoDP) წარმომადგენელი, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფასილიტატორი, მარიამ ჩხიკვაძე.

მიმდინარე წლის 29 მაისს, ჩოხატაურის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს დადგენილების პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი იქნება განხილული.

ნორმატიული აქტის პროექტი მომზადდა „საქართველოს განვითარების პლატფორმას“ (GeoDP) მიერ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისფულებასთან თანამშრომლობით, პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ ფარგლებში.

შეთანხმებული ნორმატიული აქტის შესაბამისად, GeoDP-ს მიერ მზადდება და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის სამართლებრივი აქტების სრული პაკეტი, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს ინდივიუალური აქტები.

პროექტი – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“, „USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას” ფარგლებში ხორციელდება. სამართლებრივი აქტების პაკეტები მზადდება და თანხმდება პროექტის სამიზნე სხვა ოთხი მუნიციპალიტეტის, კერძოდ, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთასისა და ონის ადგილობრივ ხელისფულებასთან.