Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

ტრენინგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებისთვის ბათუმში

    You Here!
  • Home
  • სიახლე ტრენინგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებისთვის ბათუმში

ტრენინგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებისთვის ბათუმში

აპრილი 25, 2024 PR Comments Off

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს განვითრების პლატფორმამ (GeoDP) ბათუმში მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დაგეგმვის შესახებ ტრენინგი ჩაატარა. ტენინგის მიზანი იყო მონაწილეობითი ბიუჯეტირების სამოქმედო გეგმის შემუშავება და საინფორმაციო კამპანიების კალენდარის შეთანხმება. დამსწრე საზოგადოებისთვის წარგენილ იქნა სამართლებრივი ბაზის შესაბამისად მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები. ამასთანავე, შეთანხმდა GeoDP-ის საკომუნიკაციო სტრატეგიის და გეგმის შესაბამისად პროგრამის მიმდინარეობის პროცესში განსახორციელებლი აქტოვობების ნუსხა და ჩართულობის ინტენსივობა.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინტენსიური საინფორმაციო კამპანიების წარმოება, რომელიც ითვალისწინებს ბეჭდური მასალების, საინფორმაციო ვიდეო რგოლების მომზადებას და გავრცელებას, საინფორმაციო სტენდების განთავსებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მოძრავი საინფორმაციო ქარავანით ვერიფიცირებული პროექტების ავტორების შეხვედრებს მოსახლეობასთან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მხარდაჭერა საინფორმაციო კამპანიების წარმოების პროცესში, რაც გამოიცატება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების პროცესში კოორდინირებულ მუშაობაში და ორმხრივ ჩართულობაში.

,,საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) პროექტს – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.