Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

GeoDP ონში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

    You Here!
  • Home
  • სიახლე GeoDP ონში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

GeoDP ონში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დეკემბერი 22, 2023 [email protected] Comments Off

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) ონში, პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამოქალაქო სექტორს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე, სამუშაო ფორმატში განიხილეს პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შუალედური დოკუმენტი. გამოითქვა საინტერესო იდეები იმის შესახებ, თუ რომელი საკომუნიკაციო არხები იმუშავებდა უკეთ და რატომ. დადებითად შეფასდა მოსახლეობასთან დაგეგმილი პირისპირ კომუნიკაციის კომპონენტი. გარდა ამისა, მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბეჭდური საინფორმაციო მასალების ეფექტიანობაზე და მისი გამოყენების აუცილებლობაზე.

სამოქალაქო სექტორი მიესალმება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას ონის მუნიციპალიტეტში და გამოითქვა სრული მზაობა თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, მათი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომელიც გაზრდის ადგილობრივი ახალგაზრდების მოტივაციას, ჩაერთონ და წარმოადგინონ პროექტები. ისინი ყველაზე დიდ პრობლემად მოსახლეობის მიგრაციას ასახელებენ და მიაჩნიათ, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტებში მოსახლეობის ჩართულობამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს მიგრაციული პროცესების შენელებას. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.