Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

ონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

    You Here!
  • Home
  • სიახლე ონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 22, 2023 [email protected] Comments Off

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, შეხვედრა გამართა.

GeoDP-ის თავმჯდომარემ და პროექტის ხელმძღვანელმა, თენგიზ შერგელაშვილმა პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნო, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება. საუბარი შეეხო პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებს და აქტივობებს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელიც დაუგროვდათ გასულ წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების დროს. მათი თქმით, 2022 წელს ორი პროექტი განხორციელდა, რომელშიც მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებით მაღალი იყო. თუმცა, პროექტების შერჩევისას გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც ძირითადად ხმის მიცემის პროცესთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში აქვთ მოლოდინი, რომ სხვა გამოწვევებთან ერთად, ეს საკითხიც გადაიჭრება, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებას.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა აქტიური მუშაობის სურვილი, რათა დროულად მოხდეს ყველა გამოწვევის დაძლევა, დაიწყოს საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობამ დროულად შეძლოს პროექტების წარმოდგენა, იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს გამარჯვებული პროექტების 2024 წელს სრულად განხორციელება. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.