„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) ქუთაისში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამოქალაქო სექტორს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე, სამუშაო ფორმატში განიხილეს პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შუალედური დოკუმენტი. გამოითქვა საინტერესო იდეები საკომუნიკაციო არხების და მოსახლეობასთან დაგეგმილი პირისპირ კომუნიკაციის კომპონენტის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე.
სამოქალაქო სექტორი მიესალმება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას ქუთაისში. მნიშვნელოვნად მიაჩნიათ არასამთავრობო სექტორის კოორდინაცია და პერიოდული შეხვედრების ორგანიზება პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა თანამშრომლობისთვის. მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეტია სამუშაო იმისათვის, რომ დაიხვეწოს პროექტებში მონაწილეობის და გამარჯვებული პროექტების გამოვლენის მექანიზმები. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
GeoDP ქუთაისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar