ბათუმის მერიაში „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP), პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, შეხვედრა გამართა. შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
GeoDP-ის თავმჯდომარემ და პროექტის ხელმძღვანელმა, თენგიზ შერგელაშვილმა პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნო, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება. საუბარი შეეხო პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებს და აქტივობებს.
ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც დაუგროვდათ გასულ წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების პროცესში. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა შეთანხმება პროექტის კოორდინატორზე, რომელიც რუსუდან ჟოჟაძე იქნება. რუსუდან ჟოჟაძე ბათუმის მერიის პოლიტიკის სამსახურის უფროსია. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
ბათუმის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar