„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) ოზურგეთში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამოქალაქო სექტორს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე, სამუშაო ფორმატში განხილულ იქნა პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შუალედური დოკუმენტი. გამოითქვა საინტერესო იდეები საკომუნიკაციო არხების, თემების და მოსახლეობასთან დაგეგმილი პირისპირ კომუნიკაციის კომპონენტის შესახებ. სამოქალაქო სექტორი მიესალმება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და გამოითქვა სრული მზაობა თანამშრომლობისთვის. მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეტია სამუშაო იმისათვის, რომ დაიხვეწოს პროექტებში მონაწილეობის და გამარჯვებული პროექტების გამოვლენის მექანიზმები. მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობა, რადგან მსგავსი მიდგომა ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
GeoDP ოზურგეთის სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) ოზურგეთში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამოქალაქო სექტორს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე, სამუშაო ფორმატში განხილულ იქნა პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შუალედური დოკუმენტი. გამოითქვა საინტერესო იდეები საკომუნიკაციო არხების, თემების და მოსახლეობასთან დაგეგმილი პირისპირ კომუნიკაციის კომპონენტის შესახებ.
სამოქალაქო სექტორი მიესალმება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და გამოითქვა სრული მზაობა თანამშრომლობისთვის. მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეტია სამუშაო იმისათვის, რომ დაიხვეწოს პროექტებში მონაწილეობის და გამარჯვებული პროექტების გამოვლენის მექანიზმები. მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობა, რადგან მსგავსი მიდგომა ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას.
„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
Archives
Categories
ძიება
არქივი
Recent Post
Categories
Meta
Calendar