Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

ოზურგეთის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

    You Here!
  • Home
  • სიახლე ოზურგეთის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ოზურგეთის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 19, 2023 [email protected] Comments Off

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, შეხვედრა გამართა.

GeoDP-ის თავმჯდომარემ და პროექტის ხელმძღვანელმა, თენგიზ შერგელაშვილმა პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნო, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება. საუბარი შეეხო პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებს და აქტივობებს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელიც დაუგროვდათ გასულ წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების დროს. მათი თქმით, გასულ წელს ორი პროექტი განხორციელდა, რომელშიც მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებით მაღალი იყო. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ადგილობრივები განსაკუთრებით ზრუნავენ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც მათი ჩართულობით განხორციელდა. ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლება მიესალმება პროექტს, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესებას მოემსახურება და მხარდაჭერისთვის გამოითქვა სრული მზაობა.

პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორად დასახელდა ნანა თავდუმაძე, რომელიც არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, “ღია მმართველობა – პარტნიორობის” ადგილობრივი პროგრამის საკონტაქტო პირი ოზურგეთში. მას ასევე აქვს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. მათ შორის, ის იყო ევროკავშირის პროექტის – „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის სტრატეგისთვის“, დირექტორი, ტურისტული ბრენდის – ‘ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში, ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“,  კოორდინატორი.

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.