Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

GeoDP ჩოხატაურის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

    You Here!
  • Home
  • სიახლე GeoDP ჩოხატაურის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

GeoDP ჩოხატაურის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დეკემბერი 18, 2023 [email protected] Comments Off

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) ჩოხატაურში, „ზრდასრულთა განათლების ცენტრში“, პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამოქალაქო სექტორს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე, სამუშაო ფორმატში განხილეს პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შუალედური დოკუმენტი. გამოითქვა საინტერესო იდეები იმის შესახებ, თუ რომელი საკომუნიკაციო არხები იმუშავებდა უკეთ და რატომ. დადებითად შეფასდა მოსახლეობასთან დაგეგმილი პირისპირ კომუნიკაციის კომპონენტი. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს  ბეჭდური საინფორმაციო მასალების ეფექტიანობაზე და მისი გამოყენების აუცილებლობაზე.

სამოქალაქო სექტორი მიესალმება მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და გამოითქვა სრული მზაობა თანამშრომლობისთვის. მათი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რადგან მსგავსი მიდგომა ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.