Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

    You Here!
  • Home
  • სიახლე ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 18, 2023 [email protected] Comments Off

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP), პროექტის – “პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის” ფარგლებში, ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

GeoDP-ის თავმჯდომარემ და პროექტის ხელმძღვანელმა, თენგიზ შერგელაშვილმა პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნო, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება. საუბარი შეეხო პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებს და აქტივობებს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელიც დაუგროვდათ გასულ წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების დროს. მუნიციპალიტეტმა პროექტის მხარდაჭერისთვის გამოთქვა სრული მზაობა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორად დასახელდა მარიტა მგალობლიშვილი, რომელიც არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფონდების მოძიების სამუშაო ჯგუფის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან დოკუმენტზე მუშაობის სამუშაო ჯგუფის წევრი. გარდა ამისა, ის წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულების  კოორდინატორს. „საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.