Please Wait For Loading

ორშ-პარ: 10:00-18:00

მისია და ხედვა

    You Here!
  • Home
  • მისია და ხედვა

არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის და პარტიული მიკერძოების მიღმა, ეროვნულ ინტერესებსა და რაციონალურ მიდგომებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებით, ხელშეწყობითა და ლობირებით, ძალისხმევას მიმართავს საქართველოს ამჟამინდელი და სამომავლო სირთულეების დასაძლევად, დემოკრატიის განმტკიცებისთვის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

საზოგადოების სტრატეგიული საჭიროებების იდენტიფიცირება და ევროპული ტიპის, დემოკრატიული, ეფექტიანობაზე და მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა

  • პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე: ორგანიზაცია მისი სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების წინაშე თავისი მოვალეობისა და ვალდებულებების შესრულებას, რაც მოიცავს საზოგადოების გაუმჯობესებისთვის მუშაობასა და მის განვითარებაში პოზიტიური წვლილის შეტანას.
  • ღიაობა და მრავალფეროვნების პატივისცემა: ორგანიზაცია აფასებს ინკლუზიურობას, პატივისცემითა და სამართლიანად ეპყრობა ყველა ინდივიდს, განურჩევლად მისი ეროვნებისა, მრწამსისა, სქესისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვ., აგრეთვე, ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც პატივს სცემენ ყველა მოსაზრებას.
  • დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანალიზი: ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ განახორციელოს ყოველგვარი გარე გავლენისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი კვლევითი საქმიანობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ობიექტურ შეხედულებებსა და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავება.
  • პოლიტიკური მიუკერძოებლობა: ორგანიზაცია თავის საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავისუფალია პოლიტიკური პარტიების გავლენებისაგან და ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია.
  • ფოკუსირება ხარისხზე: ორგანიზაცია მართვასა და კვლევით საქმიანობაში ადგენს მაღალ სტანდარტებს და მიზნად ისახავს, ხარისხზე ორიენტირებითა და მისი მუდმივი გაუმჯობესების გზით ეფექტურად მიაღწოს დასახულ მიზნებს და, საბოლოო ანგარიშით, დადებითი გავლენა იქონიოს ქართულ საზოგადოებაზე.
  • გუნდური მუშაობა: ორგანიზაცია აფასებს როგორც ყოველი წევრის ინდივიდუალურ ღვაწლს საერთო საქმეში, ასევე ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას, ნერგავს და ავითარებს გუნდურ მუშაობას.